სოფიო ჩიქობავა ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგია, მედიცინის აკადემიური დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. პროფესიული გამოცდილება 2008 წლიდან აქვს. მისი საქმიანობის სფეროა ყბა-სახის ქირურგია, დენტალური იმპლანტოლოგია და ესთეტიკური ქირურგია. პროფესიული განვითარება მისთვის უწყვეტი პროცესია: ის განაგრძობს განვითარებას, ეცნობა თანამედროვე მიდგომებს და ახალი ცოდნის გაღრმავებაზე მუდმივად ზრუნავს.